"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა. ნიკა მელიამ წალენჯიხის მერობის კანდიდატად წარადგინა გია ხარჩილავა.
ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მელია აცხადებს, ამ ბრძოლაში ის არის მართალი. "არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და...