- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურს ბაზარზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით.
ამასთან დაკავშირებით, დღეს წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში შედგა საინფორმაციო სახის შეხვედრა. პროგრამაზე ისაუბრა USAID პროგრამის წარმომადგენელმა შალვა ფიფიამ.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებიც გაზრდიან ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე ფერმერების/მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობებს ან/და დადებით გავლენას მოახდენენ სამიზნე თემებში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და მოცულობაზე
სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2023 წელი.
განმცხადებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 მარტი, 2023 წელი.