- 1 ივნისს, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა.
დღევანდელი დღე ბავშვებს მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ და ა(ა) იპ.სკოლამდელი სააღმზრდელო – საგანმანათლებლო მართვის ცენტრის დირექტორმა მამუკა ქარდავამ.
პატარების განწყობაზე მთელი დღის მანძილზე ზრუნავდნენ ანიმატორები.
ღონისძიების მსვლელობისას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ ღონისძიებაზე დამსწრეებს წარუდგინა გამარჯვებული კარატისტები ,რომლებსაც შემდგომი წარმატებები უსურვა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.