- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეა“-ს ინიციატივით, დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა იმიტირებული საკრებულოს სხდომა თემაზე “მიუსაფარი ძაღლები“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე, მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის ალტერნატიული ხედვების შეთავაზება ახალი კანონპროექტის ჭრილში.
იმიტირებული საკრებულოს სხდომა ტარდება პროექტის “სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და NDI ვაშინგტონის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
დღევანდელ იმიტირებულ სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.