- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაზე საქართველოში, ასევე ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოებასა და მის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.