- გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე-აქციის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში უანგარო დონაცია გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უანგარო დონაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა და ა(ა)იპ არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა.
უანგარო დონაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.