- დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
დილიდან ქალაქის ცენტრში ჩატარდა სპორტული ღონისძიებები: ფრენბურთში, ტურნირი ბლიც ჭადრაკში, კარატე დოში, კარატე კუდოში, კრივში. ასევე წარმოდგენილ იქნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია ვიოლინოს თანხლებით და ყვავილების გამოფენა- გაყიდვა.
წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა ამ დღისადმი მიხღვნილი მოკრძალებული ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ისაუბრეს და დარბაზში დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.
13:00-დან მოეწყო ნეოგენის ახალგაზრდა ლიდერების აქტივობები ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში.სადაც კედელი სიმბოლურად მოიხატა სახელწოდებით-საქართველოს აღარ უნდა ჩრდილში,სინათლისკენ გადაფრინდა ჩიტი.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
პარალელურად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შეიმკო.
ღონისძიებები ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში გაგრძელდება,. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი “თავისუფლება ოდითგან და დაუსრულებლად ” – ავტორი თეა ქარჩავა. (ქრონომეტრაჟი 10 წთ.). სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი კი, ლიტერატურულ კომპოზიციას შემოგთავაზებთ.
დასასრულს კონცერტი ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.