ზედა ოჭანეში 50 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზედა ოჭანეში, 50 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

უწყების ცნობით, მოწესრიგებული და რეაბილიტირებულიქნა სათავე ნაგებობები და რეზერვუარები, წყალსატუმბს მიეწოდება ელექტროენერგია და დამონტაჟდა მრიცხველი, ასევე მოწყობილი ქსელი და მაგისტრალი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს სრული დაფარვა და 24 საათიანი წყალმომარაგება.