წალენჯიხელების სიამაყე

წყარო კალისტრატე სალიაზე წერს: დაიბადა 1901 წლის 28 აგვისტოს ს.ჯგალის ერთ–ერთ უბანში ლარა მედანში.1921 წელს მიემგზავრება უცხოეთში და ირიცხება ბერლინის უნივერსიტეტთან არსებულ გერმანული ენის ინსტიტუტში, შემდგომ ქალაქ ჰალეს ,,ანდერზაალეს“ უნივერსიტეტში და ამთავრებს მას.1924 წელს გადადის საფრანგეთში და იწყებს მუშაობას პარიზის გაზეთ ,,კალილიენის“რედაქტორად, აქ ღებულობს ჰუმანიტარული დარგის ლიცენზიანტის ხარისხს. 1927 წელს ნინოსთან (მეუღლე) ერთად აარსებს სამეცნიერო ლიტერატურულ ჟურნალს ,,ბედი ქართლისა“. 1983 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ თავის უცხოელ საპატიო წევრად აირჩია. მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,ქართველი ერის ისტორია“, მას არ გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან, ბევრი ნაშრომი მიუძღვნა მას და საერთოდ კავკასიას. გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშთი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს მშობლიურ სოფლის ლარა მედანის მიწაზე.

ვიკიპედია კი წერს: პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელსა და ზუგდიდში მიიღო, ხოლო 1919 წელს დაამთავრა ხაშურის გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან სწავლა განაგრძო ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1924 წელს გადავიდა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1927 წელს წარმატებით დაიცვა ბაკალავრის დიპლომი.

აქვე პარიზში კალისტრატემ გაიცნო თავისი მეუღლე, პროფესიით ექიმი, მაგრამ ასევე ისტორიის განხრით ვარშავის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ნინო ქურციკაშვილი. ნინოს თანადგომითა და ხელის შეწყობით კალისტრატე სალია წარმატებით მოღვაწეობდა მეცნიერული მიმართულებით.

სალიების არქივებში შემონახულია მრავალი ქართველი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი არქივები. კალისტრატე და ნინო სალიებმა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცეს 1400-ზე მეტი ძვირფასიწიგნი ფრანგულ, ინგლისურ,გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე. დღეს ინსტიტუტში გახსნილი ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკით ბევრი მეცნიერი სარგებლობს. 1984 წელს გამოვიდა ჟურნალის „ბედი ქართლისა“ უკანასკნელი ნომერი. ამის შემდეგ კალისტრატე სალიას დიდხანს არ უცოცხლია. 1986 წელს იგი პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

კომენტარის დატოვება