კოვიდინფიცირების 858 ახალი შემთხვევა

  • საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 580 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 271 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 459, „პისიარ“ ტესტით – 5 812.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5%, ბოლო 14 დღის – 4,8%, ბოლო 7 დღის – 3,8%

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 250 289 გამოჯანმრთელდა, 3 208 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 480, სტაციონარში მეთვალყურეობას 2520 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 283 პირი.

კომენტარის დატოვება