კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 647, „პისიარ“ ტესტით – 12 443.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა, აჭარა – 179, იმერეთი – 933, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 378, გურია – 116, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378, კახეთი – 658, მცხეთა-მთიანეთი – 166, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,9%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო შვიდი დღის – 8,97%.

კომენტარის დატოვება