- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიის ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი, სამშენებლო პროცესი ხელშეკრულების შესაბამისად მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
წალენჯიხის სოფელ ლიის საბავშო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული, საკრებულოში ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციისთვის: საბავშო ბაღების მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.