- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯვარის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი “სამა” და მუჟავას კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი “თაობა”ქალაქ თბილისში, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრში ფოლკლორის საერთაშორისო ბავშვთა და ახალგაზრდულ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ფესტივალში ანსამბლებმა წარმატებები მოიპოვეს და ჟიურის გადაწყვეტილებით, ანსამბლები ერთკვირიანი საგასტროლო საგზურით დაჯილდოვდნენ.2023 წლის ივლისში ისინი ბულგარეთის ქალაქ ნესებტში გაემგზავრებიან .