“სკური”-სასარგებლო მინერალური წყალი

  • კურორტი სქური ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით დაფარული მაღალი მთებით.

როგორც ამბობენ, კურორტის ტერიტორიაზე, უძველეს დროში, კლდეკარი არსებობდა თურმე. კლდეკარის ჩაგმანვის შემდეგ, მტრისგან დაცული ხდებოდა მოსახლეობა.

გასული საუკუნის დასაწყისში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სკურის წყალი უჩვეულოდ მდიდარი იყო მინერალური მინაერთებით. 1920 წლიდან, სკურის წყალმა, შეიძინა სამკურნალო სტატუსი, 1940 წელს კი დაარსდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან, თუ კუთხიდან ჩამოსული დამსვენებლები გადიოდნენ სამკურნალო კურსებს, აბაზანებს, რომელიც საუკეთესო შედეგებს აძლევდა პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებოდნენ. მათ შორის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, საყრდენ სამოძრაო აპარატისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემათა დაავადებებით.

მინერალური წყალი “სკური” ადგილზე ჩამოისხმებოდა და გადიოდა საქართველოს თუ კავშირის სხვადასხვა ქალაქში გასაყიდად. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, წყლის ჩამოსხმა სკურის ქარხანაში შეწყდა.

კომენტარის დატოვება