- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო.
პროგრამაში ჩართვის მსურველმა სტუდენტებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:
•შევსებული განაცხადი;
•პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
•ცნობა სასწავლებლიდან,სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
•საბანკო რეკვიზიტები;
პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სტუდენტებს :
•სოციალურად დაუცველები;
•სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან(ოთხი და მეტი შვილი);
•მზრუნველობამოკლებული(დედით და მამით ობოლი);
•საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები;
•მაღალი აკადემიური მოსწრების.
განცხადების მიღება იწარმოებს 13 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 საათამდე. მერიის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში, (პირველ სართულზე).