- დღეს, წალენჯიხაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, შეიქმნა ჰუმანიტარული მისია, რომელიც უკრაინის ქალაქ იავოროვის მოსახლეობას დაეხმარება. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ქალაქთან ომის პერიოდში დამეგობრდა.
უკრაინისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.