- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეწყერისა და ჩამონაშალი ქანისაგან დაზიანდა ხიდბოგირები, შლამით აივსო სანიაღვრე არხები, რაც ოთხ ოჯახს საფრთხეს უქმნიდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც წალენჯიხის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის სპეცტექნიკა ასრულებს.
სტიქიისაგან მიყენებული ზარალს ებრძვიან ასევე ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში სადაც ტერიტორიები იწმინდება ნაშალი ქანისაგან.