- ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის ორგანიზებით, საშემოდგომო ღონისძიება “შემოდგომის ბარაქა”გაიმართა.
მრავალფეროვანი ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. კულტურის სახლის წინ მდებარე ტერიტორია შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციებით იყო მორთული. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით, 8 ნოემბერს ქალაქ ჯვარში დაფუძნდა დღესასწაული “ჯვარქალაქობა”, რომელიც ყოველ წელს გაიმართება.
მერმა შეკრებილ მოსახლეობას ისტორიული დღე, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს