- 25 ნოემბერს, ტერენტი გრანელის დაბადების დღის აღსანიშნავად, სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში ჩატარდა საღამო, სადაც წარმოდგენილი იყო ლიტერატურული კომპოზიცია: “ჩემი გვარი: გრანელი- პოეზიას დარჩება“.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლე -ახლგაზრდობის სახლის ქართული ენისა და ლტერატურის წრის მოსწავლეებმა, დარბაზში დამსწრეთა წინაშე გააცოცხლეს ტრაგიკული ბედის მქონე პოეტის, ტერენტი გრანელის ცხოვრება და შემოქმედება.
მოსწავლეებმა გაიხსენეს გრანელის ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები და წაიკითხეს მისი ლექსები.
საღამოს ესწრებოდნენ: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის მოადგილე თამარ ბელქანია, საჯარო მოხელეები,პედაგოგები,მოსწავლეები და ტერენტის პოეზიის მოყვარულები.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი იყო სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის კოორდინატორი სოფო-თეო კვარაცხელია.