- ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე მოროჟამ დააზიანა არსებული გაბიონი. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა შიდა საუბნო გზები. საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორბოლის უბანში დაიმეწყრა შიდა საუბნო გზა.