- ა(ა)იპ წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, წალენჯიხის პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალთა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ცივი ჯაჭვის სისტემა, მნიშვნელობა, ფუნქციონირება, პრობლემები, გადაწყვეტილებები”.
ტრენინგი ასევე შეეხო: ვაქცინის შეკვეთის დროს გასათვალისწინებელი კრიტერიუმების, ვაქცინების მარაგების მართვას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
წალენჯიხის მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგს უძღვებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ,,ცივი ჯაჭვის” სამმართველოს უფროსი გია ქაჩლიშვილი და ,,ცივი ჯაჭვის” სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარიამ დავითაშვილი.