- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და ა(ა)იპ წალენჯიხის ფეხბურთის ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის უნიციპალიტეტმა “სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023”-ის ფარგლებში სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონალურ თამაშებს მინი ფეხბურთში უმასპინძლა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 17 გამარჯვებული გუნდი იღებდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 8 გოგონათა და 9 ვაჟთა გუნდი.
მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას იღებდნენ გამარჯვებული საჩინოს N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი და ჯგალის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი. ტურნირი ჩატარდა ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტკომპლექსის დარბაზში. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.
გოგონათა კატეგორიაში:
პირველი ადგილი დაიკავა ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა.
მეორე ადგილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
მესამე ადგილის მფლობელი წალენჯიხის მუნიციპლიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
ვაჟთა კატეგორიაში:
პირველი ადგილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
მეორე ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის N1 საჯარო სკოლის გუნდმა.
მესამე ადგილზე კი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო თასებით, მედლებითა და სიგელებით. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული წარმომადგენლები.