- 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მერიის, მუნიციპალიტეტის სარებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, საკრებულოს წევრებმა, არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით,დღეს 9 აპრილის სკვერში ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა და 9 აპრილის სკვერი ტიტებით შეამკეს.
ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის მუნიცოპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ქართული საგალობლები შეასრულა ანსამბლმა ბედინერამ, მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნასთან დაკავშირებით,პანაშვიდი გადაიხადა მღვდელმა ილია სარიამ.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.