- დღეს, წალენჯიხაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. ცენტრში ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გაივლიან.
ამ ეტაპზე, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში 20-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად.
ინფორმაციისთვის: 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება აღინიშნება. ეს თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის 2007 წლის პირველი ნოემბრის რეზოლუციით დაწესდა.