- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N 1საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლების მიერ შესრულებული ნახატები და სხვადასხვა სახის ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.