- ქალაქ ჯვარის, ყოფილი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში (ზემო ოჭანეს უბანი) ბობოხიების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა გვერდით მცხოვრები ფიფიების ოჯახიც.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველები და ხანძარი ლიკვიდირებულიქნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დაზარალებულებს დახმარება აღუთქვა.
დაზარალებულები დროებით დაბინავებულნი არიან გვერდით ოჯახში.