- წალენჯიხაში იუვენტუსის ბავშვთა აკადემია აიღებს სტარტს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ამ საკითხთან დაკვშირებით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
“აღსანიშნავია, რომ 10 იანვარს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სპორტის, ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარება და პოპულარიზაცია. წალენჯიხაში შეიქმნება ფეხბურთის აკადემია, რომელიც ლიცენზირებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ორ საფეხბურთო მოედანს,დამხმარე ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულად მოდერნიზდება იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის შესაბამის სტანდარტზე. აკადემიაში მიღება ბავშვებს 6 წლის ასაკიდან შეეძლებათ”.-აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.