- წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში საერთაშორისო კამპუსის წარდგენა-პრეზენტაცია შედგა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სკოლა VI -XXII კლასელთათვისაა განკუთვნილი, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე წალენჯიხელი და უცხოელი მოზარდები ისწავლიან.
სკოლა 504 მოსწავლეზეა გათვლილი და აქედან 250-მდე მოსწავლეს შეეძლება საუნივერსიტეტო სასტუმროში გაჩერება. სკოლას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია ხსნის, ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი კი მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის.
პრეზენტაციაზე პროექტის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიული ალასანიამ ისაუბრეს.
აღინიშნა,რომ კამპუსის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და სამ წელიწადში სწავლის დაწყებაც შესაძლებელი გახდება.
პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული კამპუსის არქიტექტურა (არქ.რევაზ ქეშელაშვიკი).