- მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება წალენჯიხაში გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარდა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. საახალწლო ღონისძიება წალენჯიხაში დავით მაზანაშვილის ბენდის, გიგა ჯალაღონიას ტრიოს, ელენე ფოჩხუას, სოფო ბედიას, დათუნა მგელაძის, ნინი შერმადინის და სხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.
ახალი წლის დღეები იმართება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.