- საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წალენჯიხაში, 26 დეკემბერს, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედანზე გაიმართება საახალწლო ღონისძიეები. ღონისძიებები დაიწყება 14:00 საათზე.
• 14:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული
• 14:00-19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
• 14:30-18:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
• 14:00-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
• 16:00-16:25 – თოჯინების თეატრი
• 16:30-17:00 – აზოტის შოუ
• 17:00 – 18:00 – ქუჩის ბიჭები
• 18:00 – საზეიმო ფოიერვერკი