- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინტენსიურად თოვს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები.
ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება.