- წალენჯიხის მუნიციპალიტერის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხაში შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი იხსნება.
“წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვხსნით თანამედროვე სტანდარტების შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს. შესაბამისად, გვსურს მუნიციპალიტეტის მასშტაბით შევაგროვოთ სათანადო ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობას ვთხოვთ, რომ წარმოადგინონ განაცხადები 18 წლამდე შშმ პირების საჭიროებების თაობაზე – განცხადება, დიაგნოზი, მშობლის და ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დიაგნოზი, განაცხადში გააკეთეთ მითითება აღნიშნულის თაობაზე”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.