- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.