წალენჯიხის საკრებულოს სხდომა უკრაინელი ხალხის მხადრამჭერი პერფორმანსითა დაიწყო

  • დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაგრძელდა ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა. სხდომა უკრაინელი ხალხის მხადრამჭერი პერფორმანსითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას მიმართვით დაიწყო.

“ბატონებო და ქალბატონებო. წალენჯიხის მერია, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინის გარშემო რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას!რუსეთის მხრიდან უკრაინის მიერ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების უფლების სამხედრო პოლიტიკური ულტიმატუმით შეზღუდვა კატეგორიულად მიუღებელია და ეს შეზღუდვა ეხება არა მხოლოდ უკრაინას არამედ ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს ნატოსა და დასავლეთის ღირსეული ნაწილი.რუსეთი ოკუპანტია!”მაგიდაზე საკრებულოს ყველა წევრს ბანერი ედო წარწერით ” რუსეთი ოკუპანტია”, ” მხარს ვუჭერთ უკრაინას”…

წალენჯიხის საკრებულოს წევრმა დაპუტატებმა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოთ უკრაინელ ხალხს.

კომენტარის დატოვება