- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მომავალი კვირიდან წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღია კარის დღეები იწყება.
ღია კარის დღეები გულისხმობს, ადრეული, 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვების ადაპტაციას ახალ გარემოსთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის სკოლამდელ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში ბაღის პედაგოგთა გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სკოლამდელ სააღმზრდელო -საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ლანა შენგელია და დირექტორის მოადგილე ჯილდა აბულაძე უძღვებოდნენ. მათ აღმზრდელ-პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამების შედგენაზე, ბავშვთა კვებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე.
შეხვედრის ბოლოს, ლანა შენგელიამ აღმზრდელ-პედაგოგებს ამ ეტაპისათვის სამუშაოდ აუცილებელი საკანცელარიო ნივთები გადასცა. შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა.