- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა ა(ა)იპ ,,სასპორტო ცენტრის” ერთობლივი ინიციატივით, ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები ჩატარდება, რომლის მიზანია, ახალგაზრდების გააქტიურება, წახალისება.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი სპორტის მოყვარული და მოხალისე შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.
სპორტული შეჯიბრებები ჩატარდება 19-23 ივლისის ჩათვლით, სხვადასხვა სახეობაში, ქალთა და ვაჟთა შორის (ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი, ფრენბურთი).
19 ივლისს, 11 : 00 სთ-ზე, ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში ჩატარდება ტურნირი ჭადრაკში.
20 ივლისს, 11 : 00 სთ-ზე, ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში ჩატარდება ტურნირი ნარდში.
21 ივლისს, 11 : 00 სთ-ზე, ტ. გრანელის სახელობის პარკში ჩატარდება შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში.
21 ივლისს, 11 : 00 სთ-ზე, ტ. გრანელის სახელობის პარკში ჩატარდება შეჯიბრი ჩოგბურთში.
22 ივლისს, 11 : 00 სთ-ზე, წალენჯიხის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდება ტურნირი ფრენბურთში.
23 ივლისს, 11 : 00 სთ-ზე, გუგე ცანავას სახელობის პარკში ჩატარდება შეჯიბრი მკლავჭიდში.
23 ივლისს, 15: 00 სთ-ზე, გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებითა და მედლებით.
“გთხოვთ, ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა გაიაროთ რეგისტრაცია 10 ივლისამდე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების,სპორტის,ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურში.მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. ასაკი: 18 წლიდან”.-ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.