- სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხაში, სააბულაძოს უბანში მდინარე ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯი-ჯიხაშკარის საზღვართან, კი მდინარე ჭანისწყალზე საფეხმავლო ხიდის ბურჯის გამაგრებისა და გაბიონის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.