- 24 ივლისს, 11:00 საათიდან, ქ. ჯვარის კულტურის სახლში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი ნებისმიერი მსურველისთვის ჩაატარებს “C” ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგს.
ღონისძიების მხარდამჭერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.