- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში ჯვარში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ოხარკალეს უბანში რკინა-ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამავე ტერიტორიაზე კი მდინარე ლეკერას კალაპოტის ამოწმენდის სამუშაოები დასრულდა.